საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ავსტრიასთან და 1:0 დაამარცხა მეტოქე. ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აგრესიულად დაიწყო თამაში და ერთადერთი ბურთი გიორგი გულიაშვილმა უკვე მე-2 წუთზევე გაიტანა. მომენტები ამის შემდეგაც იყო, თუმცა ვერცერთმა გუნდმა მათი რეალიზება ვეღარ მოახერხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ბოლო წამებზე მსაჯმა ცოტნე კაპანაძე გააძევა მოედნიდან.
ამით რამაზ სვანაძის გაწვრთნილი 18-წლამდელების ავსტრიული შეკრება (1:0, 1:3) დასრულდა.
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა მიქაია (ტორპედო);
მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ);
ნახევარმცველები: ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ნიკა ხორხელი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), დავით ლორთქიფანიძე (პადოვა, იტალია), ოთარ აფციაური (საბურთალო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო);
თავდამსხმელები: ლადო ჩიხრაძე (ატლეტიკო, ესპანეთი), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი).