საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვირკველია ლონდონის „ვესტ ჰემის“ ინტერესის სფეროშია. Fclmnews-ის ინფორმაციით, „ჩაქუჩები“ მზად არიან ზაფხულში 18 მილიონი ევრო გადაიხადონ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ.
აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს კვირკველიას „ლესტერ სიტი“ ეპატიჟებოდა, მაგრამ რუსული გუნდის მესვეურვებმა 15-მილიონიანი შეთავაზება უარყვეს.
შეგახსენებთ, კვირველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის იანვარში იჯარით გადავიდა. იმავე წლის ზაფხულში კი, „რკინიგზელებმა“ „რუბინიდან“ 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.
მიმდინარე სეზონში კვირკველიამ „ლოკომოტივის“ ღირსება 29 მატჩში დაიცვა და 1 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლორია
კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა კაშია
კანკავა გვილია კვეკვესკირი
მერებაშვილი ყაზაიშვილი
ქვილითაია
თუ ეს რეალური წინადადებაა ყველა ღონე უნდა იხმაროს და წავიდეს ინგლისში.
კაი გუნდია გადავიდეს
სად უნდა დააკვირდნენ ბრიტანელები თუ არა ირლანდიასთან? : )
კარი მშრალად შევინახოთ და მეტი მსურველიც გამოუჩნდება.
წადი რა კვერკვე, ერთხელ ცხოვრობს ადამიანი უნდა გარისკო რა.
თუ რეალურიაა წავიდეს.ტოპ-ლიგაში გვეყოლება კაცი რაა
ეს თუ სიმართლეა და ამან ისევ არ გადასვლის მიზეზად სიომონის სიყვარული მოიმიზეზა არაფრის ღირსი არ იქნება
ოღონდ ეს მოხდეს
უნდა გადავიდეს აუცილებლად ამაზე უკეთესი ვარიანტი შეიძლება აღარც იყოს ! ხომ დათანხმდა სიომინის თხოვნას და დარჩა 1 წელი და აწი მადლობებით უნდა გაუშვან ისე რამხელა მოგება ნახა სიომინმა რუბინიდან რომ გამოისყიდა -ჩემპიონობაც მოაგებინა გუნდს და პლიუს 16 მილიონ მოგებასაც დაუტოვებს !