ჩოგბურთი

23:33 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
გორგოძე ბრაზილიაში ითამაშებს, ბოლქვაძე – იტალიაში

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ფრანგულ კროისი-ბობურგში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

შაფათავა კვალიფიკაციის საწყის რაუნდში მე-6 ნომრად განთესილ უნგრელ დალმა გალფის გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა, საბოლოოდ, 6:2, 1:6, 9:11 დამარცხდა.
მიმდინარე კვირაში საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე ბრაზილიაში რჩება და კამპინასის 25-ათასიან ტურნირში სავარაუდოდ პირველი განთესვით ჩაებმება, მარიამ ბოლქვაძე კი იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში ასევე 25-ათასიან შეჯიბრში ითამაშებს.

0.11467