ნიკა ვოლკოვმა და ზაზა ხოფერიამ პირველობა გაინაწილეს ჭადრაკის სასახლეში გამართულ ტრადიციულ, ყოველკვირეულ ტურნირზე ელვისებურ ჭადრაკში. გამარჯვებულებმა 11-დან 9 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველობა ვოლკოვმა დაისაკუთრა.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და უკეთესი მაჩვენებლებით მესამე საპრიზო ადგილზე ირაკლი ახვლედიანი გავიდა.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი სოფო ტყეშელაშვილმა აჩვენა 7 ქულით, 1880-მდე სარეიტინგო კატეგორიაში - ზურაბ გონგლიაშვილმა, ხოლო 1500-მდე - გიორგი პაპიაშვილმა.