ჭადრაკი

23:10 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე ერთპიროვნულად დაწინაურდა

მერი არაბიძე ერთპიროვნულად დაწინაურდა ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ქვეყნის ჩემპიონატზე. 6 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა 5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით უსწრებს მირანდა მიქაძესა და ნინო ხომერიკს.

25 მარტი ჩემპიონატზე დასვენების დღეა, მომდევნო პარტიები კი 26 მარტს გაიმართება.

მეექვსე ტურის შედეგები:

სალომე მელია (2385) 1:0 ალექსანდრა ვახანია (2175)

მერი არაბიძე (2392) 1:0 თამარ ესაძე (2078)

მირანდა მიქაძე (2266) ½:½ ქეთი წაწალაშვილი (2326)

სოფიკო ხუხაშვილი (2342) 1:0 ინგა ხურცილავა (2234)

თამარ წერეთელი (2315) ½:½ ნინო ხომერიკი (2347)

სოფიო გვეტაძე (2321) ½:½ მაკა ფურცელაძე (2282)

სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი - არაბიძე - 5 ქულა;

II–III ადგილი - მიქაძე, ხომერიკი - 4,5 ქულა;

IV-VI ადგილი - გვეტაძე, მელია - 3,5 ქულა;

VI–VII ადგილი - ხუხაშვილი, წერეთელი - 3 ქულა;

VIII ადგილი - წაწალაშვილი - 2,5 ქულა;

IX ადგილი - ფურცელაძე - 2 ქულა;

X- XI ადგილი - ხურცილავა, ვახანია - 1,5 ქულა.

XII ადგილი - ესაძე - 0,5 ქულა.

ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენს.

ადგ.

პრიზი

1

5500 ლარი

2

4500 ლარი

3

3500 ლარი

4

2500 ლარი

5

1500 ლარი

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

დებულება

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

0.116765