საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში, ლიდერმა, ფოთის ოქროს ვერძმა დაამარცხა ყვარელი 23-13; შარშანდელმა ჩემპიონმა, აჭარამ 25-23 მოუგო ვერცხლის პრიზიორ ქარიშხალას; ფრედ ითამაშეს სამტრედიამ და პეგასმა, 17-17.
სამტრედია პირველ ტაიმში 6 ბურთითაც აგებდა პეგასთან, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრება თბილისელებს მოუხდათ, 17-17. დღის მთავარი თამაში გაიმართა აჭარის გუნდსა და თბილისის ქარიშხალას შორის. აჭარელები 3 ბურთით იგებდნენ, როცა მესამე ორწუთიანი და წითელი ბარათი მიიღო მათმა გამთამაებელმა კომახიძემ. ქარიშხალამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დაბოლოება შარშანდელმა ჩემპონმა მაინც უკეთესად წარმართა - 25-23. დანარჩენი ორ მატჩი: სამტრედია - მამული 24-10, წყალტუბო - მამული 20-14.
შეჯიბრება სპორტკომპლექს არენაში გაგრძელდება 25, 26 და 27 მარტს. 7 აპრილს დასავლეთის გუნდები სენაკში ითამაშებენ, ჩემპიონატს კი 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2
24 მარტი
წყალტუბო - მამული 20-14
პეგასი - სამტრედია 17-17
ფოთი - ყვარელი 23-13
სამტრედია - მამული 24-10
ქარიშხალა - აჭარა 23-25
მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი
----------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ
ფოთი---------15--14---1---0--282-184--29
აჭარა----------16--14---0---2--355-228--28
ქარიშხალა---16--11---1---4--400-326--23
სამტრედია---17---9---2---6--288-245--20
ყვარელი------16---8---2---6--298-272--18
პეგასი---------16---6---2---8--302-289--14
ბათუმი-------15---3---1--11--182-262---7
წყალტუბო---16---2---1--13--191-326---5
მამული-------17---0---0--17--262-428---0
25 მარტი
13:00 აჭარა - ყვარელი
14:00 პეგასი - წყალტუბო
15:00 ქარიშხალა - ფოთი
16:00 წყალტუბო - ყვარელი
17:00 მამული - ბათუმი
დასავლეთის ტური. 7 აპრილი სენაკი
საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი







