პოლონეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში დუდა სანაძის “რადომი” “ლეგიას” ესტუმრა და ქართველი კალათბურთელის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, 72:94 წააგო.
შეგახსენებთ, რომ დუდამ გასულ ტურში 33 ქულა ჩააგდო, ამჯერად კი, მოედანზე 29 წუთი გაატარა და 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“რადომს” 7 მოგება და 17 მარცხი მოუგროვდა და მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 31 მარტს, სტუმრად, აუტსაიდერ “კროსნოსთან” ჩაატარებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია რომ ძლიერი ხასიათი აქვს, შეიძლება სხვას ამის ადგილას საერთოდ თავი დაენებებია ფეხბურთს.ასეთი ნიჭი და სამწუწარო ტრამვები,ბრავო რომ არ გატყდა
კარგია რომ შემართება შერჩა.
ბროლის ბიჭი...
როდის დაბრუნდება არაა ცნობილი?იმედია მალე იქნება წარმატებები ლევან
ახლა ამოისვირინგე ეს ტანზე, ლევან
მოდით გამოტოვოთ ხოლმე ის ნაწილი სადაც მჭედლიძის ტრავმაზე წერთ 90% ამ კაცის ტრავმას ეძღვნება რაც დაგიწერიათ!