"ნაპოლი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედს" კალიდუ კულიბალი 130 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაუთმოს. აღნიშნული ინფორმაცია Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა. "წითელ ეშმაკებს" კონკურენციას მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" უწევენ.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს აღნიშნული თანხით უნდა კულიბალი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახადოს. კალიდუს სატრანსფერო ღირებულება გასულ წელიწადნახევარში 30-დან 70 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ფეხბურთელი "ნაპოლის" დაცვის ხაზის შეუცვლელი წევრი გახდა და დამაჯერებლად თამაშობს.