ქართველ ჩოგბურთელ ეკატერინე გორგოძეს ბრაზილიურ კურიტიბაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ტიტულის მოპოვებამდე მცირედი დააკლდა.
გორგოძე და ჩილელი დანიელა სეგუელი წყვილთა ფინალში იყვნენ გასულნი, სადაც ბრაზილიურ დუეტთან (გონსალვეში-სტეფანი) დიდი ბრძოლა გადაიტანეს და 7:6 (7:3), 6:7 (0:7), 2:10 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ეკო ერთეულთა ბადის მეოთხედფინალშიც იყო გასული, სადაც რუმინელ კრისტიანთან 4:6, 6:1, 2:6 დამარცხდა.