ჭადრაკი

14:05 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთხეული წინ გაიჭრა, ჩეპარინოვი მერვეა

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 5 ტური მიილია, ლიდერი კი, რომელთა აქტივშიც 4.5 ქულაა, ოთხია: მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი, 2673), ფერენც ბერკაში (უნგრეთი, 2666), კირილ ალეკსეენკო (რუსეთი, 2644) და კასპერ პიორუნი (პოლონეთი, 2631).

საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო შედეგი კირილ ჩეპარინოვს (2683) ერგო, რომელმაც თავი 4.0 ქულას მოუყარა და მეხუთე-ოცდამეცხრე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მერვეა.
ევროპირველობაზე მოთამაშე დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების მდგომარეობა ასეთია: 44. დავიდ არუთინიანი (2555) – 3.5; 58. ლევან ფანცულაია (2611) – 3.5; 118. გიგა ყუფარაძე (2501) – 3.0; 121. ბაადურ ჯობავა (2622) – 3.0; 128. ლუკა პაიჭაძე (2576) – 3.0; 160. ნიკოლოზ კაჭარავა (2424) – 2.5; 176. ლუკა ობოლაძე (2340) – 2.5; 197. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465) – 2.5; 243. ნოე თუთისანი (2467) – 2.0;
ევროპის რიგით მე-20 ინდივიდუალურ საჭადრაკო ჩემპიონატში ერთმანეთს 42 ქვეყნის 361 მოჭადრაკე უპირისპირდება. ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, ამასთან პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდებიან. ბოლო ტური 30 მარტს გახლავთ დაგეგმილი.

0.115196