ბათუმელი ეროვნული ოსტატის ირაკლი ახვლედიანის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული მარტის "ღია რეიტინგ ტურნირი".
ახვლედიანმა 8-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო II-III ადგილებზე გასულ: გიორგი ნაყოფიასა (2) და ნიკა ჩხაიძეს (3).
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ დოლაკიძემ დააფიქსირა 8-დან 5,5 ქულით.
ელო-რეიტინგის კატეგორიებში საუკეთესონი იყვნენ:
1800-მდე - გიორგი კუხალეიშვილი - 6 ქულა;
1600-მდე გურამ ხავთასი - 5 ქულა;
1400-მდე თორნიკე კუპატაძე - 5 ქულა.