ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ნორვეგიასთან მოგებულ (2:1) 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი შეაქო.
"ფეხბურთელების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. შესაძლოა ეფექტურად ვერ ვითამაშედ, თუმცა შედეგს მივაღწიეთ. ნორვეგია დაცვაში კარგად თამაშობდა და გოლის გატანა მაინც შევძელით. სერხიო რამოსმა კი პენალტი იდეალურად შეასრულა. იგი უნიკალური მოთამაშეა ფეხბურთის ისტორიაში." - ციტირებს Marca ენრიკეს სიტყვებს.
ნორვეგიასთან მატჩში მასპინძელთაგან გოლები როდრიგომ და სერხიო რამოსმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან თავი ჯოშუა კინგმა გამოიჩინა. ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 მარტს სტუმრად მალტასთან გამართავს.