გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ოკლენდში, სადაც „გოლდენ სტეიტი“ „დალას მავერიკსთან“ 91:126 განადგურდა. პირველივე ბურთი ტეხასელებმა ჩააგდეს და 2:0 დაწინაურდნენ. მას შემდეგ „მეომრები“ სულ მდევრის როლში იყვნენ და „დალასმა“ დამსახურებულად მოიგო. ლუკა დონჩიჩმა კარიერაში მეექვსე სამმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი და 3 ჩაჭრა. „გოლდენ სტეიტში“ 25 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა. აღსანიშნავია ასევე დირკ ნოვიცკის 21 ქულა.
უხვქულიანი შეხვედრა გამოვიდა ჯორჯიაში, სადაც „ატლანტამ“ „ფილადელფია“ 129:127 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე ანგარიში 127:127 იყო. ბურთი იანგმა მიიღო, რომელმაც საფინალო სირენასთან ერთად 2-ქულიანი ჩააგდო და გუნდს გამარჯვება მოუპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანგი იყო, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 11 პასი და 6 მოხსნა შესძინა. „ფილადელფიაში“ ჯოელ ემბიდი 27 ქულით და 12 მოხსნით გამოირჩა.
„შარლოტ ჰორნეტსი“ – „ბოსტონი“ 124:117 (29:35, 34:29, 26:34, 35:19)
https://www.youtube.com/watch?v=51Ef3dn9CFs
„ვაშინგტონი“ – „მაიამი“ 108:113 (27:25, 26:27, 26:26, 29:35)
https://www.youtube.com/watch?v=8cHNjTb4u6A
„ატლანტა“ – „ფილადელფია“ 129:127 (34:41, 40:27, 26:32, 29:27)
https://www.youtube.com/watch?v=eo-ILLzgr4s
„ჩიკაგო“ – „იუტა“ 83:114 (18:33, 18:37, 25:21, 22:23)
https://www.youtube.com/watch?v=IjPNcmlWSwA
„მემფისი“ – „მინესოტა“ 99:112 (25:25, 25:24, 18:35, 31:28)
https://www.youtube.com/watch?v=lEGG47devWw
„გოლდენ სტეიტი“ – „დალასი“ 91:126 (22:37, 24:37, 24:34, 21:18)
https://www.youtube.com/watch?v=t1n8m9qdeb4
„პორტლენდი“ – „დეტროიტი“ 117:112 (32:28, 27:28, 30:36, 28:20)
https://www.youtube.com/watch?v=-L_PH274xGM
„საკრამენტო“ – „ფინიქსი“ 112:103 (19:32, 28:21, 32:22, 33:28)
https://www.youtube.com/watch?v=3xqmwRFMf0w







