ფეხბურთი

23:10 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძე: "ირლანდიაში გამარჯვებისთვის მივდივართ"

საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ ირლანდიაში გამარჯვებისთვის მიდიან.

„შედეგი რა თქმა უნდა, მიუღებელია. შვეიცარიამ ძალიან კარგი და მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა. იყო რაღაც მომენტები, როცა დაღლილობა ვიგრძენი, მაგრამ დიდი მოტივაცია მქონდა, სტადიონიც სავსე იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი გულშემატკივარს. თავს კარგად ვგრძნობ და ფეხის ტკივილი არ მიგვრძნია.

ირლანდია? - შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ დუბლინში მოსაგებად მივდივართ“, - თქვა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13678