სხვა

20:44 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა ჩემპიონატი არენაში გრძელდება

უფროსი ასაკის, 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატზე აჭარამ დაამარცხა მამული 32-15, ყვარელმა - სამტრედია 18-12, ქარიშხალამ - წყალტუბო 29-15, პეგასმა - ბათუმი 23-11.

დღეს სპორტკომპლექს არენაში აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური დაიწყო, რომელიც 27 მარტამდე გასტანს. ხვალ საქმეში ჩაერთვება მეცხრე გუნდიც - ლიდერი, ფოთის ოქრო ვერძი.

7 აპრილს დასავლეთის გუნდები სენაკში ითამაშებენ, ჩემპიონატს კი 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო ტური. ამ ასაკის 2002-03 წელში დაბადებულ გოგონებს 2019 წლის აგვისტოში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატი უწევთ თბილისში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2

23 მარტი

აჭარა - მამული 32-15

ყვარელი - სამტრედია 18-12

ქარიშხალა - წყალტუბო 29-15

BSB ბათუმი - პეგასი 11-23

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ

ფოთი---------14--13---1---0--259-171--27

აჭარა----------15--13---0---2--330-205--26

ქარიშხალა---15--11---1---3--377-301--23

ყვარელი------15---8---2---5--285-249--18

სამტრედია---15---8---1---6--247-218--17

პეგასი---------15---6---1---8--285-272--13

ბათუმი-------15---3---1--11--182-262---7

წყალტუბო---15---1---1--13--171-312---3

მამული-------15---0---0--15--238-384---0

24 მარტი

13:00 წყალტუბო - მამული

14:00 პეგასი - სამტრედია

15:00 ფოთი - ყვარელი

16:00 სამტრედია - მამული

17:00 ქარიშხალა - აჭარა

დასავლეთის ტური. 7 აპრილი სენაკი

საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.080934