ქართული ფიგურული ციგურაობის ლიდერმა მორის ყვითელაშვილმა იაპონიის ქალაქ საიტამაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მე-12 იყო, თავისუფალ პროგრამაში კი 158.07 ქულა (82.59 ტექნიკური ელემენტებისთვის+76.48 პროგრამული კომპონენტებისთვის, მინუს 1 ქულა დაცემისთვის) მიიღო და მე-13 შედეგი დააფიქსირა.
ჯამში, მორისმა 240.74 ქულა მიითვალა და მსოფლიო პირველობა მე-13 პოზიციაზე დაასრულა.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ამერიკელი ნათან ჩენი ავიდა, რომელმაც 323.42 ქულა მოაგროვა და მსოფლიო პირველობის ოქრო ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ვერცხლი იაპონელმა იუძურუ ჰანიუმ (300.97) აიღო, ბრინჯაო კი - კიდევ ერთმა ამერიკელმა ვინსენ ჟუმ (281.16).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სხვათაშორის, კაცთა პროგრამაში პირველ ხუთ ადგილზე აზიელები გავიდნენ. ნათან ჩენი და ვინსენ ჟუც წვრილთვალება ამერიკელები არიან, ოღონდ აშშ-ში დაიბადნენ.
ნათან ჩენის საერთო ქულები (323.42) მსოფლიო რეკორდია. მსოფლიო რეკორდი დაამყარა მან ძირითად პროგრამაშიც. ორივე მიღწევა იუძურუ ჰანიუს მოუხსნა.