ფეხბურთი

18:50 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰადსონ-ოდოი - ინგლისის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი

ლონდონის "ჩელსის" შემტევი კალუმ ჰადსონ-ოდოი 18 წლის და 135 დღის ასაკში ინგლისის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. კალუმი ჩეხეთთან მოგებულ (5:0) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მოედანზე 70-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგის ნაცვლად შევიდა. წინა რეკორდი დანკან ედვარდს ეკუთვნოდა, რომელსაც დებიუტი 18 წლის და 183 დღის ასაკში ჰქონდა.

კალუმი "არისტოკრატების" აკადემიის აღზრდილია და ოფიციალურად პირველ გუნდში 2019 წლის დასაწყისში დააწინაურეს. ჰადსონ-ოდოიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

0.116674