ფეხბურთი

0:10 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშმა შესაძლოა კარიერა "ბოკა ხუნიორსში" გააგრძელოს

"პარი სენ ჟერმენის" მცველმა დანი ალვეშმა შესაძლოა ზაფხულიდან კარიერა "ბოკა ხუნიორში" გააგრძელოს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, არგენტინული კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელთა მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში გამართავენ. ალვეშს პსჟ-სთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება და სამხრეთამერიკელებს მცველის უფასოდ დამატება უნდათ.

დანი პარიზულ გრანდში 2017 წელს "იუვენტუსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 21 მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.127831