ფეხბურთი

21:45 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: "ევროპის ჩემპიონებს საშინაო მატჩში გოლი არ გავატანინეთ - შესანიშნავი შედეგია"

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო პორტუგალიასთან ფრედ (0:0) დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ შედეგით კმაყოფილი იყო.

"ჩვენ თითქმის ბოლომდე შევასრულეთ დაცვითი გეგმა. ევროპის ჩემპიონებს არ მივეცით შანსი საშინაო მატჩში გოლი გაეტანათ, რაც შესანიშნავი შედეგია. ზოგადად კი ჩემი გუნდის ასპარეზობით 80%-ით კმაყოფილი ვარ, რადგან იყო მომენტები, როდესაც ჩვენ კართან საფრთხე იქმნებოდა." - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი შევჩენკოს სიტყვებს.

პორტუგალიამ განვლილ შეხვედრაში კარის მიმართულებით 17-ჯერ დაარტყა და რვა კარში წავიდა, უკრაინელების ექვსი დარტყმიდან კი კარში ერთი წავიდა. მომდევნო შეხვედრას უკრაინა სტუმრად ლუქსემბურგთან 25 მარტს გამართავს, ხოლო პორტუგალია იმავე დღეს შინ სერბეთს დაუხვდება.

0.115873