ფეხბურთი

18:26 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ სანაკრებო კარიერას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა ოლივიე ჟირუმ მოლდოვასთან მოგებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ევრო 2020-ის შემდეგ დაასრულებს.

"საფრანგეთის ნაკრებში ევრო 2020-ი ჩემი ბოლო ტურნირი იქნება. ამის შემდეგ გზას ახალგაზრდებს დავუთმობ." - ციტირებს RTL France ჟირუს სიტყვებს.

მოლდოვასთან გამართულ დაპირისპირება "მამლებმა" 4:1 მოიგეს, გოლები კი ანტუან გრიზმანმა, რაფაელ ვარანმა, ოლივიე ჟირუმ და კილიან მბაპემ გაიტანეს. მსოფლიოს ჩემპიონი ჟირუ ეროვნულ ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ჩატარებულ 87 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

0.12907