ფეხბურთი

13:12 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "10 ნომერი? თავისუფალია, შეუძლია კიელინიმ აიღოს"

იტალიის ნაკრებს არაერთი ლეგენდარული 10 ნომერი ჰყოლია. შორეულ წარსულში რომ არ წავიდეთ, რობერტო ბაჯოს, ალესანდრო დელ პიეროსა და ფრანჩესკო ტოტის გახსენებაც საკმარისი იქნება.

თუმცა, ბოლო პერიოდში „სკუადრა აძურა“ ტალანტების სიმწირეს განიცდის და შესაბამისად გაჩნდა კითხვაც - ვინ უნდა იყოს ათიანი? უკანასკნელ ხანებში ლორენცო ინსინიე იყო, მაგრამ ახლა ისიც ტრავმირებულია.

„აძურას“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ 10 ნომერი თავად ფეხბურთელებმა უნდა აირჩიონ:

„ვფიქრობ, 10 ნომერი ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან ფეხბურთის ისტორიაში საოცარი ფეხბურთელები ატარებდნენ. ახლა კი, ჩვენთან თავად ფეხბურთელები აირჩევენ ვინ უნდა ჩაიცვას 10 ნომერი. თუ კიელინის მოუნდება, შეუძლია მან მოირგოს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ბიჭებმა უნდა მიიღონ და შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დღეს, ფინეთის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს.

0.118545