სხვა

16:07 | 23.03.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ლოზანა-2020 მდიდარ მემკვიდრეობას დატოვებს

2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლები დარწმუნებულნი არიან, რომ თამაშების ზუსტი დაგეგმარება მდიდარ მემკვიდრეობას დატოვებს.

ლოზანა-2020-ის თავისებური მარგალიტი იქნება ლოზანის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე აგებული Vortex-ის შენობა, სადაც 952 ოთახში განთავსდება 1880 სპორტსმენი. თამაშების დასრულების შემდეგ Vortex ადგილობრივი სტუდენტების საცხოვრებლად გარდაქმნით ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალაქის შუაგულში Espace Malley-ის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქცია, რაც ითვალისწინებს ოლიმპიური აუზის მოწყობას, 9700-ადგილიან ყინულის მოედანს, სივრცეს მაგიდის ჩოგბურთისთვის და ფარიკაობისთვის. 2020 წელს აქ გაიმართება შეჯიბრებები შორტ-ტრეკში, ფიგურულ ციგურაობაში და ჰოკეიში, ხოლო თამაშების დასრულების შემდეგ ის ლოზანის ჰოკეისტთა კლუბის საშინაო საასპარეზო გახდება, სადაც იმავე წლის მაისში ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გრძელვადიან და დადებით გავლენას იქონიებს Les Diablerets-ის ცნობილ კურორტზე, სადაც სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებები ჩატარდება. მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ლეზენის მუნიციპალიტეტში, რომელიც განკუთვნილი იქნება ფრისტაილისთვის და სნოუბორდისთვის.

თამაშების მასპინძლობის შედეგად შესაძლებელი გახდა საფრანგეთის დეპარტამენტ იურას და შვეიცარიის სათხილამურო ორჭიდის გუნდებს შორის დადებული ტრანსსასაზღვრო შეთანხმება, რაც ითვალისწინებს მომავალი 20 წლის განმავლობაში Prémanon-ის მოდერნიზებულ ობიექტებთან წვდომას. ახალგაზრდული თამაშებისას აქ ჩატარდება შეჯიბრებები ტრამპლინიდან ხტომებში, ბიატლონსა და სათხილამურო ორჭიდში.

www.geonoc.org.ge

0.072609