ჩოგბურთი

2:30 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ბრაზილიურ კურიტიბაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა და დღეს ღამით ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გორგოძემა და ჩილელმა დანიელა სეგუელმა ნახევარფინალში მე-4 ნომრად განთესილი ბულგარულ-ბელგიური დუეტი (კოსტოვა-ციმერმანი) 6:7 (8:10), 6:1, 10:8 დაამარცხეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი “უაილდ ქარდის” მქონე ბრაზილიელებს (გონსალვეში-სტეფანი) გაეჯიბრებიან.

ვთქვათ ისიც, რომ ერთეულთა შეჯიბრის მეოთხედფინალში გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ჟაკელინ ადინა კრისტიანთან (რუმინეთი) 4:6, 6:1, 2:6 წააგო.

0.11414