ჩოგბურთი

22:00 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის დამაჯერებელი სტარტი

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსზე (საპრიზო ფონდი 9 314 875 დოლარი) საწყისი ბარიერი დამაჯერებლად დასძლია.

მე-17 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მე-2 რაუნდში კი გერმანელ მიშა ზვერევს საათსა და 8 წუთში 6:3, 6:2 სძლია.
ანგარიშიდანაც სჩანს, რომ შეხვედრაში ბრძოლა ნაკლებად იყო. ნიკამ 5 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს, შესაბამისად, 6 და 1 ჰქონდა) და მართალია, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ 51%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, ბურთების 70% (21 30-დან) მოიგო, მე-2 მოწოდებაზე კი სათავისოდ გათამაშებების 62% (18 29-დან) დაასრულა.
ბასილაშვილმა 6-დან ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო. ჯამში, ქართველმა ჩოგბურთელმა 67 გათამაშება მოიგო, ხოლო გერმანელმა – 51.
ამგვარად, ნიკოლოზმა მაიამის მასტერსის მე-3 წრეში გააღწია, სადაც ფრანგ გაელ მონფილსსა და ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს შორის უმჯობესს შეხვდება. ეს მატჩი დღესვე, თბილისის დროით 24:00 საათისთვის დაიწყება.
დღევანდელი წარმატების წყალობით, საქართველოს პირველმა ჩოგანმა 20 ქულა შეიმატა, ლაივ-რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და 1885 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.

0.123984