ფეხბურთი

23:50 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ლოსანოს დამატებასთან ახლოსაა

"ნაპოლი" მექსიკის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს თავდამსხმელის ირვინგ ლოსანოს დამატებასთან ახლოსაა. აღნიშნული ინფორმაცია Corriere dello Sport-მა გაავრცელა. იტალიური და ჰოლანდიური კლუბის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს მოლაპარაკება და ნეაპოლელები მზად არიან ტრანსფერში პსვ-ს მოთხოვნილი თანხა 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

მექსიკელი ფეხბურთელით რამდენიმე ევროპული წამყვანი კლუბები არიან დაინტერესებულები, თუმცა "ნაპოლი" ყველაზე მეტად აქტიურობს. 23 წლის ლოსანომ მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115692