კალათბურთი

16:20 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ვერამ” “მეგა ბასკეტს” სძლია, კსუ რეგულარულის მოგებას მიუახლოვდა

“ა” ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. გუშინ ოლიმპიურ სასახლეში ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა, რომელთაგანაც ყველაზე დაძაბული II-III ადგილებზე შესაბამისი თანმიმდევრობით მყოფი – “მეგა ბასკეტი” და “ვერა” შეხვდნენ.

ვუკასინ მანდიჩის გაწვრთნილი “მეგა ბასკეტი” პირველი ადგილისთვის იბრძვის, რათა პლეი ოფში შედარებით სუსტი – მეოთხე ადგილზე გასული გუნდი შეხვდეს. საამისოდ ამ “მეგას” გამარჯვება სჭირდებოდა და საამისოდ ყველაფერი გააკეთა, თუმცა მილოშ პეიჩის გაწვრთნილ “ვერას” ვერ აჯობა.

გივი ბაქრაძის ლიდერობით ვერელებმა შესანიშნავად ჩაატარეს გადამწყვეტი, ბოლო წუთები და მოპოვებული გამარჯვებით (86:81) მეგაბასკეტელებს ცხრილში გაუთანაბრდნენ. ბაქრაძემ თავი 28 ქულით გამოიჩინა. 17 ქულა ჰქონდა ბრაისონ სკოტს. მეგაბასკეტელთაგან 27 ქულით საუკეთესო იყო მიკა სიბორნი.

გათამაშების ლიდერმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა კი დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა “არენა-ორბთან”, რომელიც თავის მხრივ ოლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. არენელებმა თავიდან წინააღმდეგობა გაუწიეს ფავორიტს, თუმცა საბოლოოდ ვერას გახდნენ და 66:87 წააგეს.

ამ გამარჯვებით კავკასიელები 8 მოგებითა და 1 მარცხით ცხილში ერთპიროვნულად გალიდერდნენ. ბოლო ტურში კსუ-მ 22 ქულით არ უნდა წააგოს “მეგა ბასკეტთან” და რეგულარულს პირველ ადგილზე დაასრულებს. შესაამისად, ბოიან სალატიჩის გუნდს რეგულარულის მოგებამდე მცირედი აკლია.

დაბოლოდ, “აფხაზეთისა” და “თბილისის” მატჩი, რომელსაც პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს გუნდები ოთხეულში შესასვლელად და შესაბამისად, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. თუმა ამ გუნდების გარჯა აზრს კარგავს, თუკი ბოლო ტურში “არენა-ორბი” იმარჯვებს. დღეს, დამარცხებით “თბილისმა” საქმე ძალიან გაირთულა. ბოლო ტურში “არენა-ორბს” ხვდება და ვინძლო, 25 ქულით გამარჯვებაც არ ეყოს (თუკი “აფხაზეთი” “ვერასთან” წააგებს).

ბოლო ტურის მატჩები 26 მარტს გაიმართება.

მატჩების სტატისტიკა: http://gbf.ge/league/a-league/schedule#mbt:275-303$t&0=1

www.gbf.ge

0.112053