საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან მატჩის პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შვეიცარია ფავორიტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და საქართველოს ნაკრები მოედანზე მაქსიმუმისთვის გავა.
ვაისმა კომენტარი ყაზახეთის შოტლანდიასთან სენსაციურ გამარჯვებაზეც გააკეთა და თქვა, რომ ამ თამაშთან პარალელის გავლება არ შეიძლება, რადგან შოტლანდიისგან განსხვავებით შვეიცარია ჯგუფის მთავარი ფავორიტია.
„ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. სამწუხაროდ მის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგრამ ჩვენი გუნდის სამედიცინო შტაბი საქმის კურსშია და ამჯერად გიორგი ნაკრებს ვერ დაეხმარება. რაც შეეხება გიორგი ნავალოვსკის, მან ერთი კვირაა რაც სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო და ნამდვილად ვერ გეტყვით იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ 100%-ით მზად არაა.
შვეიცარიის ნაკრებს ყველა პოზიციაზე ჰყავს 2 თანაბარი დონის ფეხბურთელი, აქედან გამომდინარე იმ სამი ფეხბურთელის შეცვლა ნამდვილად შეუძლიათ. ამ ნაკრების ფეხბურთელები საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობენ და მწვრთნელს დიდი რესურსი გააჩნია. ჩვენ რამდენიმე სქემა დავსახეთ და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ ხვალინდელ შეხვედრაში.
პირველ რიგში ჩვენ გვინდა, რომ ეს არ იყოს გზა ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად. ჩვენი მიზანია თითოეულ შეხვედრაში მაქსიმუმისთვის დახარჯვა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გვინდა, ამ შესარჩევ ციკლში საუკეთესო შედეგისთვის ვითამაშოთ. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ მეორეს მხრივ სასიამოვნოა, რომ დაგვიბრუნდნენ კაკაბაძე, ქვილითაია, ოქრიაშვილი, ანანიძე.
ხარაბაძე და არველაძე ტალანტები არიან. ქართულ ფეხბურთში ბევრი ტალანტია, მაგრამ ზოგიერთი იკარგება. ხარაბაძეს რაც შეეხება, ის შვეიცარიაში მუდმივად თამაშობს და ნამდვილად სწორ გზას ადგას, უნდა გააგრძელოს განვითარება. არველაძის თამაში კი პოლონეთში ვნახე, სადაც ბოლო პერიოდში ოთხი გოლი გაიტანა და ნამდვილად დაიმსახურა ეროვნულ ნაკრებში ყოფნა. ვნახოთ, შესაძლოა, ის მოედანზეც იყოს.
შვეიცარია ფავორიტია, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ გვაინტერესებს ჩვნი თამაში, როგორ ვითამაშებთ ამ ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც ფიფას რეიტინგში მერვე ადგილზეა. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენი რესურსი. ვფიქრობ, ყაზახეთი - შოტლანდიის მატჩთან პარალელი უადგილოა, რადგან შვეიცარია შესარჩევი ეტაპის ფავორიტია. ფაქტია, ჩვენ ყაზახეთს ორივე თამაში მოვუგეთ და ამ ნაკრებმა გუშინ საკმაოდ კარგი ფეხბურთი ითამაშა.
ჩემი აზრით, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებაში გულშემატკივარი მნიშვნელოვნად დაგვეხმარა. მთელი გუნდი გრძნობდა ამ მხარდაჭერას. 55 ათასი ადამიანის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს ფეხბურთებისთვის. განსაკუთრებით, იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ტრავმის შემდეგ ბრუნდებიან და შესაძლოა, ასეთ დროს 20-30%-საც კი ნიშნავს მათი სტადიონზე მოსვლა. ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და იმ მზადებაზე, რომელსაც ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში გადიან. პირადად მე ძალიან მაინტერესებს როგორი რესურსი აქვს საქართველოს ნაკრებს და ალბათ ეს ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება.
რუსული სტილი და ბრაზილიური იდეა? ჩვენ გვაქვს ქართული სტილი და სწორედ ამის ჩვენებას ვეცდებით ხვალ. თუმცა, პეტკოვიჩისგან ეს კომპლიმენტია და დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენი პლიუსი ბელარუსიასთან პლეი-ოფია.თავდაჯერებულენი გამოვლენ აღარ ინერვიულებენ ბიჭები გაიხსნებიან არ იქნება ჩვენთვის დამახასიათებელი ფაცი -ფუცი და ვნახოთ რა გამოვა ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვართ. საქართველო გაბრწყინდება
აქ რამე დაშიფრული ტექსტი ხო არ იკითხება ან აზრი სხვა დევს? რამე უბედურება ხო არ ხდება და გვაფრთხილებ უკვე გაგიჟებას ვარ აღარ ვიცი რა ვიფიქრო
5 დღეა სიგარეტი მივატოვე და რომ არა ეს შენი კომენტარი ამ ბოლო დღეების განმავლობაში, არ ვიცი სხვა რა გადამატანინებდა ამ მძიმე პერიოდს.
ხო მაგრამ ერთია რო ჩვენი პლიუსი ბელარუსიასთან პლეი-ოფია.თავდაჯერებულენი გამოვლენ აღარ ინერვიულებენ ბიჭები გაიხსნებიან არ იქნება ჩვენთვის დამახასიათებელი ფაცი -ფუცი და ვნახოთ რა გამოვა ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვართ. საქართველო გაბრწყინდება
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=a2dF4JKdOVU')>0?'https://www.youtube.com/watch?v=a2dF4JKdOVU':'https://www.youtube.com/watch?v=a2dF4JKdOVU'))
საქართველო U21 - სლოვენია U21
ვაის, შე (ს)ტილიანო !!!
)
წარმატებები ბიჭებს მაგრამ არამგონია ეს დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი ასე მალე ჩამოვშალოთ :დ დიდი გუნდების კომპლექსი რომ გვაქვს ხვალვე გამოჩნდებაstripslashes((strlen(':///')>0?' :///':' :///'))
Mtavaria agresiuli fexburti vitamashot pozitiur ganwyobaze vart yvela zlivs mogvibrunda guli nakrebisken da I media girseul ad vitamashebt. Chakve da gvakldeba Mara mtavaria gundi bolomde daixarjos. Eger Chvenma bulkebma Ra qnes maladec kazaxets. Iqit kide Kosovom toli ar daudo danias. Amdennxans gavdiodit grandebtan ukve wagebuli grandi a da mogvigebs rac ar unda vecadoto da axla cota mainc ar gamoviketet Vitom xasiati ro vibrsolot mainc ar wagebaze saxshi? Ase mgonia ro tu Cudad gamovedit shesarchevze fsiqologiurad magrad I moqmedebs Chven nakrebze is edac mudmivi kompleqsi aqvt da belarusebi gamohvagdeben. Amito win lomebo jilkit
მაინტერესებს და თქვენი აზრები ჩამოყარეთ

რატომ გახვეტეს ტოპ 5 ჩემპიონატის (პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია ა, ბუნდესლიგა, ლიგა1) წარმომადგენლებმა გუშინ სანახევროდ აღიარებული ჯუჯა, კოსოვოელი ფეხბურთელები თავიანთ ჩემპიონატებში?
ოღონდ, კოსოვოელები მშრომელი ხალხია და მსგავსი "რიჟა ბაზარის" გარეშე
უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს...ზოგს ალბანეთის და ზოგს კიდევ შვეიცარიის ან გერმანიის ან ავსტრიის და აყომარებენ მაგ ამბებს მარტივად...თან ნახევარმა მსოფლიომ აღიარა კოსოვო ასე რომ ჩვენ თუ ჩვენი მიზეზების გამო არ ვთვლით კოსოვოს სახელმწიფოდ სხვები სხვანაირად ფიქრობენ
იმიტომ რომ იმირომტომ, ბალკანელები არიან და მორჩა, ესეც საკმარისია რო სკაუტები იქაურობას უფრო აკვირდებიან. თუ გახსოვთ დამოუკიდებლობის შემდეგ რა გუნდებში ხვდებოდნენ ქართველები? მაშინ ყველასთვის უცხოები ვიყავით და დაერივნენ ნიჭიერებს, ახლა ყველაფერი იციან ქართველებზე, სახელიც გაგვიტყდა, ბოლო წლების შედეგების შემყურე. ახლა ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა, აგენტებიც გამოჩნდნენ კვალიფიციურები ქარველები.
ვერ დაგეთანხმები, იგივე ალბანელები არიან და მაგათ კიდე იცნობდნენ აქამდე.
რა არგუმენტებიც არ უნდა ვთქვა, ჩვენი კამათი რითიც დასრულდება ვიცი. ბოლოს იტყვი რომ კოსოვოს მოაგებინებენ ერთა ლიგის პლეიოფს და სწორედ ისინი ითამაშებენ ევროპაზე
კოსოვოს მოაგებინებენ ერთა ლიგასო არ ვიტყვი, მაგრამ ის ფაქტია, რო მსაჯებს ყოველთვის ქართული კლუბებისა და ნაკრებების საზიანოდ ეშლებათ ხოლმე, რო აღარაფერი ვთქვა რაგბიზე და სხვა სახეობებზე.. ერთა ლიგის ჯგუფში ანდორას მოგონილი ჯარიმა მისცეს, რაც გოლით დასრულდა, ყაზახეთმა თამაშგარიდან გაგვიტანა და ჩაუთვალეს. ეს 2 ბურთი გაგვივიდა მარტო ჯგუფში და ორივე მსაჯების წყალობით. საპირისპირო რო გაიხსენო, ძალიან გაგიჭირდება თუ უაარსებია საერთოდ ბუნებაში.
მოკლედ, შორს წავედი, მაგრამ რიტორიკული შეკითხვა არ იყო და მართლა მაინტერესებდა, ფაქტია, რო გუშინ დაარსებული კოსოვოს ფეხბურთელები უკეთეს ჩემპიონატებში ასპარეზობენ მაშინ, როცა ნიჭით მათზე ნაკლები მოთამაშეები არ გვყავს. იგივე ალბანეთში მაცხოვრებლებზეც.
ლატვიასთან პენალტით მოგვაგებინეს)))) მანდ ფრე რო გვეთამაშა ან გავიდოდით ან არა)) საუკეთესო პირველადგილოსნობაზე ლაპარაკიც ზედმეტია :დ
ნაღდი პენალტი რო იყო არა უშავს?
თან მანდ სტადიონი იყო ისეთ დღეში, მტრისას.
ესეც ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდა.
ხო, ანდორას რო სტადიონი არ აქვს ნორმალური მსაჯების ბრალია))) რაშუაშია, საიდან სად გაუტიე))) მანდ კიდე ნაღდი პენალტი ალბათ მარტო შენ დაინახე
სტადიონს მოვლა ჭირდება, თორე ხელწამოსაკრავი არ არის დინამოს მოედანი. არ იყო სტადიონი დამატებითი ხელშემშლელი ფაქტორი მეტოქის სასარგებლოდ ლატვიაში და კი აღმოჩნდა თავზე ბურთდახეული ლატვია. შენს მეტი მგონი არავის დაუწერია აქ რო პენალტი არ ეკუთვნოდა მაშინ საქართველოს.
[bstripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=9fj1DBuTC3w')>0?']https://www.youtube.com/watch?v=9fj1DBuTC3w':']https://www.youtube.com/watch?v=9fj1DBuTC3w')) ორივე სიტუაციაში პენალტი იყო დასანიშნი და დაინიშნა. თან როგორ ჰგავს ერთმანეთს.
ანდორა რაღაშუაშია და დინამოს))
ეს ტოპ 5, დანარჩენი კიდე იმ ტოპ 5-ის შემდეგ რომლებიც მოდიან, იქ არიან გადანაწილებული.
შვეიცარიის ნაკრების ტრენერის გამკვირვებია.... რა რუსული სტილი რის რუსული სტილი ამას მგონი საერთოდ არ უნახია საქართველოს ნაკრების თამაშები... სად ერეკლე და სად ჩემი ***-ეო საქართველოსა და რუსეტის სათამაშო სტილი რა ჩვენი თამაში აგებულია ჩვენი ლიედერების ან ხან ოქრის ხან ჩაკვეს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, ტეხნიკურ თამაშზე და კრეატიულ მოქმედებებზე, ანუ კი ვართ გუნდური გუნდი მაგრამ ლიდერი ყოველთვის შესამჩნევია ჩვენს თამაშებში და ეს ხან ვაკოა ხან ოქრი ხან კიდე ჩაკვე აი რუსეთის ნაკრებში კი საქართველოს საპირისპიროდ არანაირი ტეხნიკური თამაში არანაირი კრეეეატივი ლიდერიც ანუ თამააშში მაესტრო არ ჰყავთ , ჩვენგან განსხვავებით ჰყავთ ტიპიური ცენტრფორვარი რომლის იმედზეც არიან და გოლებიც უმეტესი მას გააქვს ჩვენთათ კი კიბატონო არიან ტიპიური ცენტრფორვარდები მჭედლო, კაჭარავა და ქვილითAია მაგრამ უმეტესად დამტრეულები არიან და ნაკრებში გოლი როდის გაიტანეს მეც არ მახსოვს.... ანუ რუსეთის ნაკრები არის სუფთა გუნდური გუნდი რომელის კოზირიც არის გუნდურობა და მეტოქსი შეცდომებს ელოდება ყოველთვის, არიან სწრაფები და დაუღლელები ჩვენები კი ზოგი სწრაფია მაგრამ ყველა ადრეულად იღლება მათი შეტევის იემდია ცენტრფორვარდი ჩვენი კიდე ფლანგის შემტევები, მათ ლიდერი არ ჰყავთ ჩვენ გვყავს, ანუ რავიცი რავთQვა რადიკალურად განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს ამ ორ ნაკრებს და ეს რო ვინმე გულშემატკივარს ეთქვა რო რუსების სტილი გვქვსო კი მაგრამ ამხელა შვეიცარიის ტრენერი ასეთ რამე ს როგორ ბოდავს :
ამ ტავგასიებულსაც აქვს სქემები?
რატოა უადგილო?
აღიარე რო იმედი არ გაქვს შე ტლუვ შენა, ანდორამ რა გიყო, იგივე მაინც მოახდინე შვეიცარიასთან მინიმუმ, თან მათი 3 წამყვანი მოთამაშეა ტრავმირებული!
ფეხბურთელებს თუ დამსახურებისამებრ იძახებ ნაკრებში, მაშინ ჯიღაური როგორ მოხვდა, როცა 1 სრული მატჩი არ აქვს ჩატარებული საფრანგეთის მეორე ლიგის საშუალო დონის გრენობლში?
სადაა არაბიძე შე ფოსტავ?
არაბიძე რომ ნიჭიერია, მაგაზე არავინ დაობს, მაგრამ კლუბის განაცხადშიც ვერ ხვდება სამწუხაროდ. რაღაცაშია საქმე...
ეგრე ოქრიაშვილი საერთოდ კლუბის გარეშეა, მაგრამ ფაქტია, რო ბარეორს აჯობებს ცალი ფეხით
რომელიმე ჟურნალისტმა უნდა გაარკვიოს რა ხდება არაბიძის თავს.
ახალგაზრდულის ამხანაგურს აჩვენებენ სადმე?
ფედერაციის იუთუბ არხზე
ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ხარაბაძე, კანკავა, კვეკვე, გვილია, ჯანო,
ყაზაიშვილი, ქვილითაია. ამ 11კაცს დააყენებს 90%
მე მერებაშვილი მგონია რატომღაც ძირითადში, თუ ოთხმცველიანი ტაქტიკით ითამაშა.
რეალურად შვეიცარია დასუსტებულია ამ სამი კაცის გამოკლების შემდეგ. პირველ რიგში შემტევი პოტენციალი. ჩვენი ძალების შესახებ კი წარმოდგენა არ მაქვს შეტევაში როგორები ვიქნებით, გიოს არ ყოფნაში. ფრე ძალიან გამიხარდება.
იმიტო რო იმ ცხენებთან მოგების შანსი გვექნება ჩემი აზრით. 4ქულა რეალურია მოკლედ. თუ არ გვიხმარა ამ შვეიცარიამ.
3 მცველით არ ითამაშებს, წარმოუდგენელ შეცდომას დაუშვებს, არანაირ ექსპერიმენტს არ მიმართავს, 5ნახევარმცველს დააყენებს და ქვილითაიას წინ. მერაბა ლუბიმჩიკია ბატონი ვლადიმერის მაგრამ, ხვალ მერაბას დაყენება წაგების ტოლფასია. წინაწარ რო არ ვინერვიულოთ თუ გავიგეთ მერაბა სასტავშია აგარ ღირს ნერვიულობად
)
შედეგის კუთხით ფრეც კარგი იქნებოდა და ეს რეალისტურია უფრო.მტავარია ერთა ლიგის ფორმატით გავიდეთ ევროპაზე.
და რო გახვალ რას იზამ იქ?
თუ რამის თავი გაქვს მოუგე შვეიცარიას
აქ რატომ ? ევროპაზე მოვუგებთ და უფრო არ ავმაღლდებით ყველას თვალში ?

ვაის ეს თამაში თუ მოიგე შენ ყოფილხარ სლოვაკი მაურინიო
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესარჩევი ევროპალიგის პლეიოფისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთი წლის შემდეგ ოპტიმალური შემადგენლობით და ტაქტიკით წარვსდგეთ ბელარუსთან და შემდეგ რომელიმე ბალკანურ ქვეყანასთან ფინალში.
გიბრალტარი ჯანდაბას და გვაქვს 6 კარგი თამაში სერიოზულ ნაკრებებთან. პლიუს სპარინგი ხორვატიასთან და იმედია ერთ საშუალო გუნდთანაც დაიგეგმება ამხანაგური.
გვაქვს კონკრეტული და რეალური შანსი და უნდა ვიფიქროთ მხოლოდ მასზე - აღარ არის საჭირო ღრუბლებში ფრენა და ფუჭ ოცნებებს გამოკიდება. შვეიცარია-დანიაზე წინ ვერასგზის ვიქნებით ამ შესარჩევის ბოლოს.
ჭადრაკს ხომ არ თამაშობ, ძაან ხშირად? ))
თუ, მაფიოზობის გეგმები იცი და არ გვიმხელ?!
შეკითხვის არსს ვერ მივხვდი, გაგიკვირდება და...
ოხ, რა ხარ..
ანუ, მე იმას ვამბობ რომ დიდი ალბათობით მალევე მიგვიჩენენ ესენი "ჩვენს ადგილს" (როგორც ყოველთვის ხდებოდა) და არ ღირს მაგის გამო ყურების ჩამოყრა. ყველა თამაშში რაღაც უნდა ვისწავლოთ, რაღაც შევიმატოთ და ერთა თასის პლეიოფში იმაზე უკეთესი გუნდი უნდა ვიყოთ, ვიდრე თუნდაც დღეს ვართ.
კი ბატონო, მაგრამ არც ის ვარგა, რომ წინასწარ გამოვაცხადოთ, ასე იქნებაო..
არ ვარგა, კი ბატონო...
შემაჩვიეს პესიმიზმს ჩვენმა ფუტბალისტებმა, 25 წელია მაგათ ხლაფორთს ვუყურებ
ეჰ.. ძალიან ცოტა ხანს ვცოცხლობთ, ადამიანები
???
ყოჩაღ ვაისს კარგი პასუხი გასცა.არ ვიცი ამ მატჩისგან რა შედეგს უნდა ველოდე.მიუხედავად შვეიცარიის დანაკლისისა მაინც ფავორიტია შვეიცარია ფრე კარგი შედევგი იქნება