მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 4 ტური მიილია. 3.5 ქულით 19 მოჭადრაკე ლიდერობს, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების 2 წევრიცაა: ივან ჩეპარინოვი (2683) და ლევან ფანცულაია (2611).
გასულ ტურში ჩეპარინოვი თეთრი ფიგურებით რუს მაკსიმ ჩიგაევს (2613) დაუზავდა, ფანცულაიამ კი თანაგუნდელი გიგა ყუფარაძე (2501) დაამარცხა. დამატებითი მაჩვენებლებით, ივანი მე-3 ადგილზეა, ხოლო ლევანი – მეცხრამეტეზე.
ევროპირველობაზე მოთამაშე დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების შედეგები ასე გამოიყურება: 29. დავიდ არუთინიანი (2555) – 3.0; 51. ბაადურ ჯობავა (2622) – 3.0; 71. ლუკა პაიჭაძე (2576) – 3.0; 124. გიგა ყუფარაძე (2501) – 2.5; 171. ნიკოლოზ კაჭარავა (2424) – 2.0; 176. ლუკა ობოლაძე (2340) – 2.0; 178. ნოე თუთისანი (2467) – 2.0; 180. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465) – 2.0;
ტურნირის მე-5 ტურის პარტიები დღეს ჩატარდება. ჩეპარინოვი შავი ფიგურებით უნგრელ ვიკტორ ერდოშს (2612) ეთამაშება, ფანცულაია კი შავებითვე უნგრეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ ფერენც ბერკეშს (2666) დაუპირისპირდება.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация