რუსეთის ნაკრების მცველმა, გიორგი ჯიქიამ, ბელგიასთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში დამარცხების შემდეგ (1:3), ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
„თავად ვართ ამ მარცხში დამნაშავენი. ცუდი მატჩი ჩავატარეთ. ბევრი გოლი გავუშვით. ბელგიის ნაკრებმა ისე ითამაშა, როგორც ყოველთვის. ველოდით მათ სწრაფ კონტრშეტევებს, მაგრამ ვერ გავუმკლავდით.“ - უთხრა ჯიქიამ Матч ТВ-ს.
ამავე I ჯგუფში კვიპროსის ნაკრებმა სან მარინოს 5:0 მოუგო, ყაზახეთმა კი შოტლანდიას - 3:0.