კალათბურთი

10:15 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„გოლდენ სტეიტმა“ და „დენვერმა“ იმარჯვეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

„გოლდენ სტეიტმა“ შინ „ინდიანა“ 112:89 დაამარცხა. „მეომრებმა“ მეტოქე მეორე პერიდში გატეხეს, რის შემდეგაც ინდიანაპოლისელები მდევრი როლში იყვნენ. „ოქროს შტატელებმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშეს. ექვსმა მოთამაშემ მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 19 ქულა დემარკუს კაზინსის ანგარიშზეა. ტომპსონი - 18 ქულა, დურანტი - 15, კარი - 15, გრინი - 10. „ინდიანაში“ ტაირიკ ევანსი 20 ქულით საუკეთესო იყო. „გოლდენ სტეიტი“ 49 მოგებით და 22 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

„მეომრების“ უშუალო მდევარმა „დენვერ ნაგეტსმაც“ გამარჯვება მოიპოვა და „ოქროს შტატელებთან“ ჩამორჩენა მხოლოდ ერთი მოგებაა, თანაც დენვერელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „დენვერმა“ ვაშინგტონს“ გასვლაზე 113:108 აჯობა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე პერიოდის დასაწყისში „დენვერი“ დაწინურდა და დედაქალაქელებმა ანგარიშის გათანაბრებაც კი ვეღარ შეძლეს. „ვაშინგტონში“ 25 ქულით ბრედლი ბილი გამოირჩა. „დენვერმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და რვა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა ჩააგდო, ყველაზე მეტი 15 ქულა ხუთმა მოთამაშემ მიითვალა. მათ შორის საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რადგან 15 ქულა, 11 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა.

„შარლოტ ჰორნეტსი“ – „მინესოტა“ 113:106 (25:25, 29:26, 27:27, 32:28)

https://www.youtube.com/watch?v=Wh-OEfI2-ok

„ვაშინგტონი“ – „დენვერი“ 108:113 (30:33, 23:28, 32:24, 23:28)

https://www.youtube.com/watch?v=6mTGiCc3C6o

„ატლანტა“ – „იუტა“ 117:114 (29:28, 36:26, 21:37, 31:23)

https://www.youtube.com/watch?v=R7lxTAOfDeo

„ფინიქსი“ – „დეტროიტი“ 98:118 (32:29, 28:29, 20:29, 18:31)

https://www.youtube.com/watch?v=ObtjPxTttPo

„საკრამენტო“ – „დალასი“ 116:100 (27:29, 26:22, 31:25, 32:24)

https://www.youtube.com/watch?v=CklgRlS25d8

„გოლდენ სტეიტი“ – „ინდიანა“ 112:89 (19:19, 34:24, 35:19, 24:27)

https://www.youtube.com/watch?v=Qfl8wws-Ww0

0.114178