სხვა

23:00 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასში 5 ქართველი მოფარიკავე ჩაებმება

ხვალ უნგრეთის დედაქალაქში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი “Gerevich‐Kovács‐Kárpáti” იწყება. აღნიშნული შეჯიბრი ლეგენდარული უნგრელი მოფარიკავეების ალადარ გერევიჩის, პალ კოვაჩისა და რუდოლფ კარპატის სახელობის ტურნირია. ამ სამეულმა ერთად ზედიზედ ოთხჯერ (1948-60) ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური ოქრო მოიპოვა. საერთო ჯამში კი ამ ტრიოს ანგარიშზე 19 ოლიმპიური ოქროს მედალია.

ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე 225 მოფარიკავე იასპარეზებს. ხვალიდან „ლუდოვიკა არენაზე“ საუკეთესოების გამოსავლენად 209 მოფარიკავე დაიწყებს ბრძოლას, მათ შორის ხუთი ქართველი მოფარიკავე. ჯგუფური ეტაპი, საქართველოს დროით 17:00 დაიწყება პირველები ბილიკზე სანდრო ბაზაძე და ნიკა შენგელია გავლენ, 18:15-დან დაიწყებენ შეხვედრებს ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია.
ხვალ მოფარიკავეები 48 საუკეთესოს გამოავლენენ, რომლებიც შაბათს, რეიტინგით 16 უძლიერესთან ერთად მედლებს გაითამაშებენ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.116444