ფეხბურთი

22:10 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

AIPS-მა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლუკა მოდრიჩი დაასახელა

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაასახელა. მოდრიჩს საპატიო თასი AIPS-ის გენერალურმა მდივანმა იურა ოზმეჩმა ზაგრებში გადასცა.

მოდრიჩს მხარი 419-მა ჟურნალისტმა დაუჭირა, მეორე ადგილზე ნოვაკ ჯოკოვიჩი (337) გავიდა, ხოლო მესამეზე - როჯერ ფედერერი (290). გასულ წელს ლუკა ხორვატიის ეროვნული ნაკრები ერთ-ერთი ლიდერი იყო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბალკანელები ფინალში გავიდნენ, სადაც საფრანგეთთან დამარცხდნენ. მოდრიჩმა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლუკა ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ასევე, მოდრიჩი ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ხორვატმა გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა და ფიფას მსოფლიოს საკლუბო თასი მოიგო.

0.111108