ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ოსიეკში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 559 ქულა დააგროვა: 92, 92, 96, 90, 93, 96. ის 35-ე ადგილზე გავიდა.
მანამდე, ცოტნე მაჭავარიანმა 570 ქულით (95, 96, 95, 91, 98, 94) და 45-ე ადგილით დაამთავრა გამოსვლა. ლევან ქადაგიძემ 563 ქულა (96, 89, 93, 96, 95, 94) დააგროვა და 64-ზე გავიდა.
ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე შერეულ წყვილთა შეჯიბრებაა უფროსთა შორის, სადაც სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი იასპარეზებენ.