ჩოგბურთი

20:30 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ბრაზილიურ კურიტიბაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მე-2 წრეც იოლად დასძლია.

შეგახსენებთ, რომ მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ გუშინ ესპანელი კლაუდია ჰოსტე ფერერი 6:2, 6:2 დაამარცხა, დღეს კი, “უაილდ ქარდის” მქონე ბრაზილიელ კაროლინა მელიგენი როდრიგეს ალვეშს 6:1, 6:1 მოუგო.
მეოთხედფინალში ეკოს მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – რუმინელი ჟაკელინ ადინა კრისტიანი იქნება.
წყვილთა თანრიგში გორგოძე და ჩილელი დანიელა სეგუელი ძალებს პირველი განთესვის მქონე მონტენეგროულ-ბრაზილიურ დუეტთან (კოვინიჩი-პიგოსი) მოსინჯავენ.

0.115381