ფეხბურთი

20:03 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს საუკეთესო გოლები (+VIDEO)

1980 წლის 21 მარტს დაიბადა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო. სამხრეთამერიკელმა შემტევმა ნახევარმცველმა კარიერა "გრემიოში" დაიწყო და მას შემდეგ პსჟ-ს, "ბარსელონას", მილანის", "ფლამენგო", "ატლეტიკო მინეიროს", "კერეტაროს", და "ფლუმინენსეს"ღირსებას იცავდა. რონალდინიომ კარიერა ოფიციალურად 2018 წელს დაასრულა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა "ბარსელონას" მაისურით ორ-ორჯერ მოიგო. ასევე გახდა იტალიის ჩემპიონი 2010/11 წლების სეზონში. სანაკრებო დონეზე რონალდინიომ მსოფლიოს ჩემპიონატი (2002), კოპა ამერიკა (1999) და საკონტინენტთაშორისო თასი (2005) მოიგო. ბრაზილიელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 2005 წელს გახდა.

საკლუბო დონეზე რონალდინიომ 529 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 196 გოლი და 153 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში კი შემტევმა 97 შეხვედრა ჩაატარა და თავი 33-ჯერ გამოიჩინა.

თეგებირონალდინიო
0.115866