ფეხბურთი

19:30 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკოს "მილანის" სიმბოლური ნაკრები

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ტელეკომპანია DAZN-თან საუბარში „მილანში“ გატარებული წლები გაიხსენა და სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

უკრაინელმა „როსონერის“ საუკეთესო 11-ეული იმ ფეხბურთელებისგან შეადგინა, რომელთა გვერდითაც უთამაშია. „შევას“ გუნდის ასეთი გამოვიდა:

დიდა; კაფუ, კოსტაკურტა, ნესტა, მალდინი; გატუზო, პირლო, ზეედორფი; შევჩენკო, ინძაგი, კაკა

შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკო „მილანში“ 1999-2006 და 2008-2009 წლებში თამაშობდა გუნდის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

სტატისტიკა
0.279308