სხვა

16:10 | 21.03.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეთორმეტეა

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დასრულდა ვაჟთა ტურნირის მოკლე პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა მორის ყვითელაშვილმაც მიიღო და მე-12 შედეგი დააფიქსირა, შესაბამისად, ჩვენებური ძალებს ფინალშიც სცდის.

ყვითელაშვილმა დღევანდელი გამოსვლისთვის 82.67 ქულა (47.10 ტექნიკური ელემენტებისთვის+36.57 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და ევროპელ სპორტსმენთა შორის მე-6 მაჩვენებელი ჰქონდა.
მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნათან ჩენი (აშშ) გახლავთ 107.40 ქულით, შემდეგ კი ასევე ამერიკელი ჯეისონ ბრაუნი (96.81) და ორგზის მსოფლიო და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი იუძურუ ჰანიუ (94.87) მოდიან.
ვაჟები თავისუფალ პროგრამას 23 მარტს შეასრულებენ, ყვითელაშვილი კი, საუკეთესო 24 მონაწილეს შორის, ბოლოსწინა ექვსეულში ისრიალებს, რაც უკვე კარგი შედეგია.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:30 | 02.09.2015
ჯესი (26029)

შენ იცი წარბაა

11:50 | 02.09.2015
shotai-olimpi (2773)

მიდი სამიანიც დაიყენე და ეგაა რა!! დიდი მომავალი ელის წარბას!! წარმატებები!!

11:02 | 01.09.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

მიკვრის ამის დათრევა არავის რომ უნდოდა ტრმავებმა თუ არ შეუშალა ხელი თავის პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესო იგროკი გახდება 2 წელში კიდე საუკეთესო ლიგაში

03:44 | 01.09.2015
UNITY (6719)

ამის დასათრევად წელს ლეიკერს ყველაფერი უნდა ეღონა...

23:49 | 31.08.2015
Giorgi Mdivani (59)

ლიგის მომავალი, ძალიან მაგარი ბიჭია.. მაგრამ ცენტრი არაა მძიმე ფორვარდია

22:33 | 31.08.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

აუ როგორ მევასება ტო ლავის ნაცვალდ გაასწორებდა მარა სადაა.

0.066613