დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი კუდოში (იაპონური საბრძოლო სახეობა) ამბროლაურში ჩატარდა. ტურნირს ამბროლაურის სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს კუდოისტებმა ამბროლაურიდან, ტყიბულიდან, ზუგდიდიდან და წალენჯიხიდან. გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გამოვლინდნენ.
პრიზიორებს მედლები და სიგელები გადაეცათ.







