27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის (საპრიზო ფონდი 9 314 875 დოლარი) მე-2 წრეში გერმანელ მიშა ზვერევს ეთამაშება.
ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უფროსმა ზვერევმა საწყის შეხვედრაში “უაილდ ქარდის” მქონე ესპანელ ნიკოლა კუნს აჯობა. ანგარიში 4:6, 7:5, 2:2 იყო, როდესაც პირენეელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილი უკავია, 31 წლის ზვერევი კი 75-ეა. მიშას კარიერის საუკეთესო შედეგი 2017 წელს ჰქონდა, როდესაც 25-ე პოზიციას უწია.
ქართველ და გერმანელ ჩოგბურთელებს აქამდე მხოოდ ჩელენჯერებზე უთამაშიათ და მიშას ორივე მატჩი მოგებული აქვს: 6:4, 6:0 – 2013 წელს, ტალაჰასში (აშშ) და 6:2, 4:6, 7:6 (8:6) – მარბურგში (გერმანია).
ბასილაშვილისა და ზვერევის მატჩი ხვალ გახლავთ დაგეგმილი და გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი 35 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
ხვალვეა დაგეგმილი წყვილთა შეხვედრაც: ნიკა და მოლდოველი რადუ ალბოტი იაპონელი ბენ მაკლაჰლანისა და ბრიტანელი ნილ სკუპსკის წინააღმდეგ.