ფეხბურთი

15:25 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ასენსიომ, შესაძლოა, ნორვეგიასთან და მალტასთან მატჩები გამოტოვოს

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ, შესაძლოა, ნორვეგიასთან და მალტასთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩებში ტრავმის გამო ვერ ითამაშოს. ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა.

მანამდე, ესპანელთა ბანაკში ერთი ცვლილება კიდევ მოხდა. ნახევარმცველი ფაბიან რუისი საულმა ჩაანაცვლა. ხოლო მეკარე პაუ ლოპესს კისრის პრობლემა ჰქონია.

ნორვეგიელებს ესპანელები 23 მარტს, მალტას კი სამი დღის შემდეგ გარჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114294