ლისაბონის „ბენფიკას“ შემტევით, ჟოაუ ფელიშით, მორიგი ევროპული გრანდი დაინტერესდა. ESPN-ის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის თავის რიგებში ხილვა „მანჩესტერ სიტისაც“ მოუნდომებია. მათი წარმომადგენლები ევროპა ლიგის მერვედფინალურ მატჩსაც დასწრებიან „ბენფიკასა“ და ზაგრების „დინამოს“ შორის.
თუმცა, თუ „სიტი“ ფელიშის გადაბირებას შეეცდება, ისეთი კლუბების კონკურენციას უნდა გაუძლოს როგორებიც „იუვენტუსი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ბარსელონა,“ „რეალი,“ „ატლეტიკო“ და „მილანი“ არიან.
ფელიში „ბენფიკას“ აღზრდილია. ძირითად გუნდში ის 2018 წლიდან თამაშობს. ლისაბონურ კლუბთან მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი, სატრანსფერო ფასი კი 120 მილიონი ევრო.