„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძველი დონის მისაღწევად მოჰამედ სალაჰმა ბევრი უნდა იმუშავოს და ცუდი არ იქნება მაგალითი სადიო მანესგან აიღოს.
„მანე ადრეც ისევე თამაშობდა, როგორც ახლა. ის სწორ პოზიციას ირჩევს და თითქმის ყოველთვის იქაა, სადაც ბურთი უნდა მივიდეს. სადიო ბევრს მუშაობდა ამის მისაღწევად.
სალაჰს ბოლო დროს არ უმართლებს, მაგრამ უნდა მოითმინოს და იმუშავოს. მანეს მაგალითი წინ აქვს.“ - განუცხადა კლოპმა კლუბის პრესსამსახურს.