ფეხბურთი

10:48 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უელსმა ტრინიდადი ბეილის გარეშე დაამარცხა

უელსის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში, ტრინიდადისა და ტობაგოს ეროვნული გუნდი „ლივერპულის“ ჭაბუკი შემტევის, 19 წლის ბენჯამინ ვუდბორნის მიერ 92-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.

შეხვედრას უელსელთა ლიდერი, გარეთ ბეილი სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს. მერე ბრიტანელთა მწვრთნელმა, რაიან გიგზმა თქვა: ბეილს ტრავმა ახლი მოშუშებული აქვს და ამჯერად მისი მინდორზე გაყვანა სარისკო იქნებოდა. წინ ხომ უმნიშვნელოვანესი შესარჩევი შეხვედრა გველის სლოვაკეთთანო.

უელსელები სლოვაკეთს 24 მარტს, „კარდიფ სიტის“ სტადიონზე უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114995