იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ზინედინ ზიდანის მადრიდის „რეალში“ დაბრუნების თაობაზე.
„ზიდანი „რეალში“ შეგნებულად დაბრუნდა და რაიმე საფრთხეს მისთვის ვერ ვხედავ. ვერავინ დააძალებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას. კარგია, რომ ახლა დაბრუნდა. სეზონის ბოლომდე დრო ექნება დააკვირდეს ფეხბუთელებს და გაისიდან უკვე დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს.
ზიდანი და „რეალი“ იდეალური წყვილია. ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. ამიტომ მჯერა, რომ ეს კავშირი წარმატებული იქნება. მომავალი სეზონიდან „სამეფო კლუბი“ ისევ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ესპანეთშიც და ევროპაშიც.“ - უთხრა ანჩელოტიმ France Football-ს.