ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა მადრიდის „რეალში“ თამაშზე ოცნებობს. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ზინედინ ზიდანი დამატებითი მოტივაციაა:
„როგორც ყოველთვის ვამბობდი, „რეალი“ ყველასთვის საოცნებო გუნდია. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის შესახებ. ახლა ზიდანიც დაბრუნდა მთავარ მწვრთნელად და მასთან მუშაობა ყველა ფეხბურთის მოყვარულის ოცნებაა“, - თქვა პოგბამ.
პოლმა დამდეგ ზაფხულს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებაც არ გამორიცხა:
„ამჟამად „მანჩესტერში“ ბედნიერი ვარ, მაგრამ რა მოხდება მომავალში არავინ იცის“, - დასძინა პოგბამ.
შეგახსენებთ, რომ პოგბა "მანჩესტერში" 2016 წლიდან მოყოლებული თამაშობს, მანამდე კი ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა.