ჩოგბურთი

21:50 | 20.03.2019 | ნანახია 301 - ჯერ

გორგოძის წარმატებული სტარტი

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ ბრაზილიურ კურიტიბაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირი გამარჯვებით გახსნა.

ერთეულთა ბადეში მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ ესპანელი კლაუდია ჰოსტე ფერერი 6:2, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ბრაზილიელ კაროლინა მელიგენი როდრიგეს ალვეშთან ჭიდილი ელის.
წყვილთა ტურნირში გორგოძე და ჩილელი დანიელა სეგუელი “უაილდ ქარდის” მქონე ბრაზილეიელებს – იმავე ალვეშსა და გაბრიელა სეს გაეჯიბრებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.152152
301