ფეხბურთი

23:30 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერნანდესმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გააფორმა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ლუკას ერნანდესი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია არცერთ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა Foot Mermacto-ს ინფორმაციით, ფრანგმა გერმანულ გიგანტთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად ერნანდესი „რეკორდმაისტერში“ ოთხი ან ხუთი წლის განმავლობაში დარჩება და „ბაიერნს“ ზაფხულში შეუერთდება. „რეკორდმაისტერმა“ „ატლეტიკოს“ 40 მილიონი ევრო უკვე გადაუხადა, ხოლო ზაფხულში კიდევ 40 მილიონს გადაუხდის.

ლუკას ერნანდესი „ატლეტიკოს“ აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა. მას შემდეგ ფრანგმა „როხიბლანკოს“ ღირსება 110 მატჩში დაიცვა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

23 წლის ფეხბურთელს საფრანგეთის ნაკრებში 15-ჯერ უთამაშია და გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109336