ფეხბურთი

16:40 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კასილიასმა "პორტუსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი „პორტუში“ რჩება. როგორც „დრაკონების“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, იკერმა გუნდთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეების სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი ერთი წლის ვადით 2020 წლის ზაფხულში ავტომატურად გაგრძელდება.

კასილიასი „პორტუს“ 2015 წელს „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა 35 მატჩი ჩაატარა და 16-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

0.120275