მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომავალ ზაფხულს კლუბი მოთამაშეების შესაძენად ჯერ არნახულ თანხას დახარჯავს.
„ბაიერნში“ ძლიან საინტერესო ამბები მოხდება. ზაფხულში კლუბში აქამდე არნახული ინვესტიცია ჩაიდება.“ - უთხრა ჰიონესმა Bild-ს.
უკვე ცნობილია, რომ ახალშენაძენებისთვის „ბაიერნი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, 250 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. „ჩელსიდან“ ისინი ჭაბუკი კალუმ ჰადსონ-ოდოის, „ატლეტიკოდან“ კი ლუკ ერნანდესის გადაბირებას აპირებენ. ასევე კლუბის ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალისგან“ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის კონტრაქტის გამოსყიდვას გეგმავს.
ცოტა ხნის წინათ, მიუნხენურმა კლუბმა „შტუტგარტიდან“ ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის, ბენჟამენ პავარის შეძენის შესახებ განაცხადა. ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაჯდა.