„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მზადაა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „რომას“ 19 წლის ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
ძანიოლის გადაბირებით ასევე „რეალი“, „მანჩესტერი“ და „მილანი“ არიან დაინტერესებულები.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა „რომას“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.